კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ იმართება

ნახვები: 516 29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ იმართება

29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ იმართება.

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში 29-30 ივნისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებებია იმართება - დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან.

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება დღეს შედგა.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის სპეციალური ჯილდოს „ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გადაცემა იქნება. დაჯილდოების ცერემონიალი 29 ივნისს 21:00 საათზე გაიმართება.

„ფესტივალის სტუმრები ორი დღის განმავლობაში ლიტერატურული პროგრამის მონაწილეებს შორის შეხვდებიან დათო ტურაშვილს, ბესო ხვედელიძეს, თეონა დოლენჯაშვილს, ლევან ბერძენიშვილს, ბექა ქურხულს, რატი ამაღლობელს, ბესო სოლომანაშვილს, დავით ქართველიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, გაგა ნახუცრიშვილს, ელზა გურგენიძეს, გიორგი დუნდუას, ტორესა მოსის, ნიკა ლაშხს, ნანა აკობიძეს, იაკი კიბეს, გიორგი შონიას, რუსუდან რუხაძეს, მიხეილ ციხელაშვილს, ნატალია ტროხიმს, ელის დოჯსონს, ნატალი დარასელიას, გიორგი არქანიას, ნიკა ჩერქეზიშვილს და ლაშა მარგიანს.

ფესტივალის საგამომცემლო პროგრამაში 15-მდე ქართული გამომცემლობა იღებს მონაწილეობას, რომელიც ყველა ასაკის მკითხველს ჟანრობრივად მრავალფეროვან უახლეს გამოცემებს წარუდგენს.

ფესტივალი ხორციელდება „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა