საბა სხვიტარიძე - უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ, არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული, დღეს გვჭირდება აწმყო და მომავალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვებით ამოვისუნთქე, რომ დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან
არჩილ იაკობაშვილი - მამუკა მდინარაძის ანტიკონსტიტუციური ფუნქციები და რეალობა - ქვეყანას პროპაგანდის სახმინისტრი ეყოლება
ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
დონალდ ტრამპი - ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ
გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?

Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადი სამი ფეხბურთელი ქართველია

27.06.2024 ნახვები: 472

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა და პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხა, რითაც ჯგუფური ეტაპი დაძლია. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც გოლთან ერთად არაერთი წარმატებული დრიბლინგიც შემოგვთავაზა.

აღნიშნულმა გამარჯვებამ ბუნებრივია კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია საფეხბურთო გულშემატკივრებს შორის. სამენეჯერო და სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt-ზე დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე ხშირად ნახვადი და ძიებადი 3 ფეხბურთელი ქართველია.

გულშემატკივრები დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე ხშირად გიორგი მიქაუტაძის პროფილს ნახულობენ, შემდეგ მოდის გიორგი მამარდაშვილი, ხოლო სამეულს ხვიჩა კვარაცხელია კრავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა