საბა სხვიტარიძე - უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ, არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული, დღეს გვჭირდება აწმყო და მომავალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვებით ამოვისუნთქე, რომ დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან
არჩილ იაკობაშვილი - მამუკა მდინარაძის ანტიკონსტიტუციური ფუნქციები და რეალობა - ქვეყანას პროპაგანდის სახმინისტრი ეყოლება
ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
დონალდ ტრამპი - ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ
გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?

მიხეილ სააკაშვილი - მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს

26.06.2024 ნახვები: 493

მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, მისი გუნდი კი ქართველი ხალხია, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს!

„გუშინ ტვ პირველის ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს.

სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, "ეფესბეს" აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სასამართლო იმ ადამიანებთან ერთად მასამართლებს, რომლებზეც ნიკა მელია გუშინ მთელი ეთერის განმავლობაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მსგავსად საუბრობდა.

რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემი გუნდია ქართველი ხალხი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს!

და ჩვენ შორის ვერავინ და ვერაფერი ჩადგება, მათ შორის ვერც ციხის გისოსები”, - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა