თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ეროვნული ბანკი - ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს

ნახვები: 816 ეროვნული ბანკი - ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა.

მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. სებ-ის თანახმად, გასულ თვეში სესხების წლიური ზრდა დაჩქარდა.

„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის მაისის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. 2024 წლის მაისში სესხების წლიური ზრდა, გასულ პერიოდთან შედარებით, დაჩქარდა და გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით 19% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნესსესხების ზრდით არის განპირობებული. თუმცა საყურადღებოა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა, რომელიც ასწრებს საკრედიტო აქტივობის საერთო ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის დაჩქარება ნაწილობრივ ვადიანობის შეზღუდვის ცვლილების საბაზო ეფექტმა განაპირობა. ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზრის დინამიკაზე დაკვირვებას და გარემოებების მიხედვით მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება. არსებული დინამიკა განაპირობა სესხების მშპ-თან ფარდობის გასულ კვარტალთან შედარებით დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნებამ, რაც, თავის მხრივ, წლის პირველი კვარტალისთვის სეზონურად დამახასიათებელი შედარებით დაბალი საკრედიტო აქტივობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციების შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მიმდინარე წელს დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 25 სექტემბერს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა