კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 527 სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას.

„სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ამჟამად, მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათის წინ ძლიერი ქარიშხალი იყო, რის შედეგადაც ალავერდის ტაძარი დაზიანდა. ძლიერმა ქარმა დააზიანა ავტომანქანებიც, აგრეთვე მოგლეჯილია ხეები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა