დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თეონა აქუბარდია - ქართულმა ოცნებამ“ კრემლის ოცნება ღიად შეასრულა - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და ჯარის დაფინანსება ნულია

ნახვები: 537 თეონა აქუბარდია - ქართულმა ოცნებამ“ კრემლის ოცნება ღიად შეასრულა - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და ჯარის დაფინანსება ნულია

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და ჯარის დაფინანსება ნულია - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის ოცნება ღიად შეასრულა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც 2025 წლის საბიუჯეტო წელს გულისხმობს, საქართველოზე არათუ საბიუჯეტო დახმარება, არამედ, ჩანაწერიც კი არ არსებობს.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, სამაგიეროდ, აქტში პირველად გაჩნდა ჩანაწერი სომხეთთან თანამშრომლობაზე.

„სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც სენატში განიხილეს, საქართველოსთან დაკავშირებით ბევრს არაფერს აღარ ამბობს. მე ვნახე თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც 2025 წლის საბიუჯეტო წელს გულისხმობს და საქართველოზე არათუ საბიუჯეტო დახმარება, არამედ, ჩანაწერიც კი არ არსებობს. მე ხელთ მაქვს ის ჩანაწერი, რომელიც ევროპასთან დაკავშირებით არის და გაგიკვირდებათ, თუმცა საქართველოს მხარდაჭერა აღარ არის ნახსენები და საუბარია სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რომელიც ამ მოლაპარაკებების შედეგად, პირველად გაჩნდა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.

ამ ვითარებაში, როდესაც თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ჯარის დაფინანსება ნულია და საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და სომხეთთან თანამშრომლობაზე არის საუბარი, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის ოცნება ღიად შეასრულა, იმიტომ რომ შეერთებულო შტატების დახმარების და მხარდაჭერის გარეშე, ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ვერ შესრულდება და ერთადერთი რა შესაძლებლობაც შეიძლება ჩვენს ჯარს დარჩეს ეს არის ხანძრების ქრობა, ისიც ძალიან მწირე რესურსებით," - განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა