კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

იაგო ხვიჩია - იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით „ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში - ასეთი ინტერესი არ გვქონდა

ნახვები: 560 იაგო ხვიჩია - იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით „ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში - ასეთი ინტერესი არ გვქონდა

გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით „ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ მოდი, გადავულოცოთ "ქართულ ოცნებას" მარტო ეს საქმე, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა რაც, ორჯერ რეგისტრაციის შემდეგ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი მარტო თვითონ მიიღოს და "არ უნდა, რომ ასეთ წმინდა საქმეში ვინმე გარიოს".

"ჩვენ ზოგადად, ძალიან გვინდოდა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით სარგებლობა, მაგრამ თან ვიცით, რომ 18 ლგბტ კანონია შემოტანილი, რომელიც "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა რომ მიიღოს. თან უნდა, რომ მარტო თვითონ მიიღოს. არავინ უნდა, ასეთ წმინდა საქმეში გარიოს. გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით "ქოცებს" ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ, მოდი, გადავულოცოთ "ქართულ ოცნებას" მარტო ეს საქმე. თვითონ შეაგროვონ საჭირო დეპუტაცია, თვითონ გაიარონ საკმარისი რეგისტრაცია და თვითონ დაუჭირონ მხარი. ჩვენთან არაფერი არ იყო შეთანხმებული ამ კანონთან დაკავშირებით, არც სხვა კანონთან დაკავშირებით და უბრალოდ, ვერ მივხვდით რატომ უნდა დავხმარებოდით "ქართულ ოცნებას" ისეთი კანონის მიღებაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ფეხებზე კიდია," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია დეპუტატებმა ორჯერ გაიარეს, თუმცა სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა - 76 დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ აღმოჩნდა. პირველი რეგისტრაციისას ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, განმეორებითი რეგისტრაციის დროს კი 73. დეპუტატები შესვენების შემდეგ რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთხელ გაივლიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ პლენარულ სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა