კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა

ნახვები: 560 თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა

თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონში ჯგუფის სტრატეტიულ შესაძლებლობებს. გადახდების ახალი პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და სწრაფად მიიღონ და მართონ გადახდები, გაზარდონ გაყიდვები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ.

პლატფორმა უკვე შვიდ წელზე მეტია საერთაშოროსო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომსახურებას უწევს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს.

პირველ ეტაპზე, თიბისი ჯგუფი საერთშორისო პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებს შესთავაზობს ონლაინ გადახდების მართვის მოქნილ და უსაფრთხო სისტემას. პლატფორმის ოპერირების არეალი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდება.

“თიბისი განაგრძობს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებას და კვლავაც ერთგული რჩება თავისი მისიისა, გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება.  წინა კვირას ჩვენ ხელი მოვაწერეთ გარიგებას, რომლითაც თიბისი ჯგუფმა შეიძინა საერთაშორისო ონლაინ გადახდების პლატფორმა, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ფართო ბაზა, რომლებსაც ბიზნესების კიდევ უფრო განვითარების საშუალებას აძლევს.  სულ მალე თიბისი ჯგუფი ბიზნესს შესთავაზებს მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდ დაეხმარებათ ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაში”, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ელექტრონული კომერციის სწრაფად ცვალებად სამყაროში, მოქნილი, სწრაფი და ტექნოლოგიურად გამართული ონლაინ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ინოვაციური და მოქნილი გზით განვითარდეს.  გარდა ამისა, ბიზნესებისთვის შესაძლებლობა იქმნება, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლია შევიდეს რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე, გაზარდოს მიზნობრივ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა