კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ეს არის საბჭოთა პროპაგანდა

ნახვები: 561 გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ეს არის საბჭოთა პროპაგანდა

ეს არის საბჭოთა პროპაგანდა, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თქმით, ადამიანები ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა საფრთხეს უქმნის ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მშვიდობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და თავისუფლებას.

„საბჭოთა პროპაგანდა ყოველთვის იმის საპირისპიროს საუბრობდა, რასაც აკეთებდა. საუბრობდა მშვიდობაზე, როცა თვითონ იყო მთელ მსოფლიოში ძალადობის და აგრესიის მთავარი წყარო. პუტინისტური რუსეთიც ასეთია და ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმიც. ერთადერთი ომის პარტია, არეულობის, ქაოსის, ძალმომრეობის არის ივანიშვილი და მის გარემოცვა. ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მშვიდობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და თავისუფლებას“, - განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, მან ბოლო პერიოდზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის მცდელობებზეც ისაუბრა. ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება არც მალავს, რომ ამ ყველაფრის უკან თავად დგას.

„არც მალავენ, რომ ამას ხელისუფლება აკეთებს. ეს არის კიდევ ერთი საბუთი, როგორი შეშინებულები არიან საზოგადოების რეაქციით. ეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი სიგნალი, რომ უნდა გაგრძელდეს ის საპროტესტო მოძრაობა, რომელიც მიმდინარეობს, კიდევ უფრო გაფართოვდეს მონაწილეობა და როგორც რუსული კომუნისტური რეჟიმი დასრულდა 30 წლის წინ, ისე უნდა დავასრულოთ ეს რეჟიმი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდა განიხილებოდეს ხელისუფლების გამარჯვებად და კანონის ოპონენტების ან საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად.

„ახლა კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმსა და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით წლებია უკვე ხელოვნურად იმართება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს, პირველ რიგში, მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა