საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

ლიეტუვის პარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი, მიმართავს EU-ს, ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილოს

ნახვები: 323 ლიეტუვის პარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი, მიმართავს EU-ს, ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილოს

ლიეტუვის პარლამეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი. რეზოლუციას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ლიეტუვის პარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.

სეიმი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს: "განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის იმპლემენტაციას და განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების დევნას".

სეიმი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • გაიწვიოს მიღებული კანონი "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ";
  • უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში;
  • დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაციისა და აუცილებელი რეფორმების გაგრძელების შესახებ
  • "საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე ქვეყნის მიერ გაცხადებულ მიზნებს, შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასა და დემოკრატიაზე", - ნათქვამია რეზოლუციაში.

სეიმმა მკაცრად დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებდნენ დემონსტრაციებს, ასევე ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორგანიზებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ 

რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, მიუღებელია, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა