საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

კახა გოგოლაშვილი - მოუწევთ ადრე თუ გვიან აღიარება, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ ამ კანონის მიღების მცდელობით

ნახვები: 522 კახა გოგოლაშვილი - მოუწევთ ადრე თუ გვიან აღიარება, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ ამ კანონის მიღების მცდელობით

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ვენეციის არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის, რომ "რუსული კანონი" ღამის კოშმარია. ექსპერტი მიიჩნევს მმართველ პარტიის სამართლის მცოდნე, ანალიტიკური უნარების და ინგლისურის მცოდნე ადამიანებს ადრე თუ გვიან მოუწევთ იმის აღიარება, რომ ამ კანონის მიღებით დანაშაულს ჩადიოდნენ.

„იმდენად მაგარი ანგარიშია ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი, რომ სიტყვები არ მყოფნის. ყველაფერი, რასაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები ამბობდნენ და წერდნენ ამ ერთი წლის განმავლობაში აქ საოცრად პროფესიულად და ამომწურავადაა წარმოდგენილი. არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის - ეს კანონი ღამის კოშმარია. წარმომიდგენია როგორ შოკში არიან ოცნების ის დეპუტატები და გუნდის სხვა წევრები, ვინც არა მარტო სამართალში ერკვევიან ან ანალიტიკური უნარები გააჩნიათ, არამედ ისინიც, ვისაც უბრალოდ ინგლისურად კითხვა ეხერხებათ. მათ ესმით, რომ ამ დასკვნას ვეღარ გააფარჩაკებენ და მოუწევთ ადრე თუ გვიან აღიარება, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ ამ კანონის მიღების მცდელობით“, - წერს კახა გოგოლაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა