საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

The Financial Times - ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების, მიზანმიმართულ სანქციებისა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვის ინიციატივის განხილვას დაიწყებს

ნახვები: 515 The Financial Times - ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების, მიზანმიმართულ სანქციებისა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვის ინიციატივის განხილვას დაიწყებს

ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი აღნიშნულ საკითხთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

FT-ის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან. ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ.

„ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მიზანში არასწორი ადამიანები არ ამოიღოთ“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

„სავარაუდოდ, ევროკავშირი ვაშინგტონთან შედარებით უფრო ნელა იმოქმედებს, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი ევროკავშირის დროშებით კანონის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა“, - წერს FT.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა