საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

გიორგი ვაშაძე - აშშ-ს შეთავაზების პაკეტი არის მხოლოდ დასაწყისი იმ უდიდესი სარგებლისა, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება

ნახვები: 520 გიორგი ვაშაძე - აშშ-ს შეთავაზების პაკეტი არის მხოლოდ დასაწყისი იმ უდიდესი სარგებლისა, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება

აშშ-ს შეთავაზების პაკეტი - Megobari საქართველოსთვის, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას, არის მხოლოდ დასაწყისი იმ უდიდესი სარგებლისა, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეღობება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „თუ ჩვენ დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”, საქართველოს ექნება წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა თავისუფალ სამყაროში“.

„ეს არის ნამდვილი მეგობრული აქტი, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობის დაკარგვის უფლება არ გვაქვს! ბრძოლა ბოლომდე!“, - წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

Politico-ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა