კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, დღეს დაკითხვა მორჩა, შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი

ნახვები: 529 ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, დღეს დაკითხვა მორჩა, შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი

საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დააკავონ, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ „შეიძლება კი. მიდი და ამტკიცე, რომ ის ჩანაწერი სამი წლის წინაა გაკეთებული. მაგ სტადიაში არიან, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„თავიდან ზოგადი კითხვები დამისვეს, ამ და ამ რიცხვში სად იყავიო. შემდეგ საუბარი წაიყვანეს იქითკენ - „იმედმა“ სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერები რომ გაუშვა. ეს ჩანაწერები ორი ან მეტი წლის წინ არის გაკეთებული. იმ ჩანაწერებში რაღაცებს ამბობო, მოკლედ, სამი წლის წინ რაც ვილაპარაკე, მაგას ამ აქციებს აბამენ. კითხვები იყო, ოდესმე დაგიორგანიზებიათ თუ არა, ძალადობრივი რაღაც. ვეუბნებოდი, რომ არა. [საქმე] მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი. დღეს მორჩა და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ - მეთქი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა