ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო

ანა ნაცვლიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს

20.05.2024 ნახვები: 525

მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი და უმწვავესი სამართლებრივი დასკვნა „ქართული ოცნების“ „რუსულ კანონთან“დაკავშირებით - ეს დასკვნა აჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე სრულად შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან. არ არსებობს არანაირი გამართლება ამ კანონისა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან მოიყვანს შესაბამისობაში,- ამის შესახებ პარტია “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი “არ ექვემდებარება არანაირ გაკეთილშობილებას, არანაირ შელამაზებას”.

“დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი და უმწვავესი სამართლებრივი დასკვნა “ქართული ოცნების” “რუსულ კანონთან” დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო ექსპერტების ექსპერტული საბჭოს მიერ, რომელიც ევროსაბჭოს წიაღში ფუნქციონირებს, მომზადებული დეტალური დასკვნა. ის შედგება 25 გვერდისგან, 164 პარაგრაფისგან. თითოეულ პარაგრაფში დეტალურად არის გაანალიზებული “რუსული კანონი”. ეს არის უმძიმესი დასკვნა, რომელიც ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ არათუ რომელიმე ჩანაწერია ამ კანონში პრობლემური, არამედ ეს კანონი თავიდან ბოლომდე მისი მიზანი, ამოცანა, სულისკვეთება და თითოეული მუხლი არის წინააღმდეგობაში იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომლის დიდი ნაწილი საქართველოში უკვე მოქმედებს, ვინაიდან ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ. ასევე, წინააღმდეგობაშია იმ ევროკავშირის სტანდარტებთან, საითკენაც კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა უნდა მიდიოდეს. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ამხელს და აბათილებს “ქართული ოცნების” ტყუილს და დეზინფორმაციას, თითქოს არავის წარმოუდგენია არგუმენტები “რუსული კანონის” წინააღმდეგ.

ეს დასკვნა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე სრულად შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან. ბოლოს ეს დასკვნა მთავრდება შემდეგი შეჯამებით, რომ არ არსებობს არანაირი გამართლება ამ კანონისა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან მოიყვანს შესაბამისობაში. ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაკეთილშობილებას, არანაირ შელამაზებას. პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ეს არის მავნებლური, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კანონი და შესაბამისად, უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. “ქართულ ოცნებას” აქვს ერთადერთი სწორი სვლა, რომ ის უკან გაიწვიოს. ამის შესაძლებლობა არის პროცედურულად პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მომენტში”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ნაცვლიშვილს, დაძლევს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ის არ ელოდება “ქართული ოცნების” აღიარებას, რომ ეს კანონი არის კრემლის გეგმის ნაწილი”.

“არ ველოდები, რომ “ქართული ოცნება” აღიარებს, რომ “რუსული კანონი” ეს არის კრემლის გეგმის ნაწილი, რომლითაც მათ სურთ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ გადაუფორმონ კრემლს, დააშორონ ყველა საერთაშორისო მეგობარს და პარტნიორს, შეცვალონ ამ ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული კურსი და საქართველოს მოქალაქეები გააღვიძონ რუსეთში. ამას “ქართული ოცნება” არ აღიარებს. ამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. ტაქტიკური თვალსაზრისით თუ გაეხსნებათ გონება და გადაწყვეტენ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა კანონის ჩასაგდებად, მათთვისვე იქნება უკეთესი”,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა