შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ

FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს

ნახვები: 511 FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 74-ე კონგრესი ჩაატარა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განიხილეს. რეფორმა შეეხო მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზების საკითხს, რომლის თანახმადაც შესაძლებელი ხდება მომდევნო ორი მუნდიალის მასპინძლის ერთდროულად გამოცხადება. ამ ცვლილებებს რა თქმა უნდა ბევრი მაკრიტიკებელი ჰყავს, რადგან FIFA მასპინძლის წინასწარი შერჩევით უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ ქვეყნებს, რომელთაც უფრო მეტი რესურსები და ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ წარსულში ორი ტურნირის მასპინძლობის ერთად გაცემის უფლება მას მერე გაიწვიეს, რაც 2018 და 2022 წლის მუნდიალების მასპინძლობის უფლება რუსეთმა და კატარმა მიიღეს. ფარულ კენჭისყრაზე ცვლილებებს მხარი FIFA-ს 202-მა წევრმა დაუჭირა, 4 ფედერაცია კი წინააღმდეგი იყო. შესაბამისად, წინ აღარაფერი უდგას 2030 წლის მუნდიალის მასპინძლის გამოცხადების საკითხს, რომელიც ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში შედგება და პლუს თითო თამაში არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიში ჩატარდება.

2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად კი საუდის არაბეთი მოიაზრება, რომელმაც კონკურენტ შვედეთს მას შემდეგ სძლია, რაც ამ უკანასკნელმა რეგისტრაციის უკანასკნელ დღეს თავისი კანდიდატურა უკან გაიწვია.

კიდევ ერთი სიახლე შეეხება ვიდეო ასისტენტ რეფერის სისტემასაც, რომლის მიხედვითაც თამაშის ვიდეო გამეორების მოთხოვნის უფლება არა მარტო მსაჯებს, არამედ გუნდების მწვრთნელებსაც ექნებათ.
ამჟამად VAR-ის სისტემა მსოფლიოს 65 ქვეყნის ფედერაციას აქვს დანერგილი და ის წარმატებით გამოიყენება. ახალი წესის მიხედვით კი მატჩის მიმდინარეობისას მწვრთნელებს მისი გამოყენების უფლება 2-ჯერ ექნებათ. ფეხბურთელები საჭიროების შემთხვევაში საეჭვო ეპიზოდის შესახებ მწვრთნელებს გააფრთხილებენ, რის შემდეგაც კლუბის თავკაცი მსაჯებს მიმართავს. საბოლოოდ თუკი მსაჯთან მიმართვა და ეპიზოდის გადამოწმება მომჩივანი გუნდისთვის წარმატებით ჩაივლის და პირველადი გადაწყვეტილება შეცვლილი იქნება, მწვრთნელებს მარაგში ისევ 2 ცდა დარჩებათ.

გეტყვით იმასაც, რომ კონგრესზე განხილვის შედეგად შესაძლოა FIFA-მ შტაბ-ბინა შეიცვალოს და ციურიხიდან სხვა ქალაქში გადაიტანოს. სავარაუდო ქალაქებს შორის კი მაიამი და პარიზი მოიაზრებიან.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა