სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან
„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს
კაია კალასი - გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ
„ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს
პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day

ლელა ჯეჯელავა: ჩინეთის ინტერესები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში - ანაკლიის ჩინური პერსპექტივა

13.04.2021 ნახვები: 659


სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მომავლზე მსჯელობისას, როდესაც განიხილება რეგიონში გეოპოლიტიკური გავლენებით დაინტერესებული აქტორების პოზიციები, თითქმის არასოდეს ახსენებენ ჩინეთს და მის დამოკიდებულებას.

ეს პოზა თითქოს გასაგებიც უნდა იყოს, რადგან ჩინეთი ღიად არასოდეს ერევა ამ ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში და მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობით შემოიფარგლება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს სამხრეთ კავკაშიაში გეოპოლიტიკური ინტერესების ძალიან ხანმოკლე ისტორია აქვს, მას რეგიონში თავისი ინტერესების რეალიზაციის ძალიან მწობრი ხაზი გააჩნია, რომლისგანაც ის არ გადაუხვევს.
პირველ რიგში ეს გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში თურქული ინტერესების შემცირებას, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური მიმართულებით.
ჩინეთი ძალიან დიდი სიფრთხილით აკვირდება ერდოღანის პოლიტიკას და მას პანთურქიზმის აღორძინების საფრთხედ განიხილავს.
ოფიციალური პეკინი ამა თუ იმ რეგიონში საკუთარი ინტერესების რეალიზაციისათვის მოქმედებს შემდეგი სტატეგიით: იგი ირჩევს რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანას და მასთან ავითარებს თავის ურთიერთობებს ყველა სფეროში და შემდეგ სწორედ ამ ქვეყნის დახმარებით ცდილობს მთელ რეგიონზე საკუთარი გავლენის გავრცელებას.
სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთმა ხელი მოაწერა ირანთან ყოვლისმომცველ 25 წლიან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით 25 წლის განმავლობაში ჩინეთი ოპერირებს ყველა ირანულ პორტში, ვალდებულებას იღებს გზების და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
გარდა ამისა, ის ირანს აძლევს 400 მილიარდი აშშ დოლარის სესხს, რაც უნდა მოხმარდეს სანქციებით დაზარალებული ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასევე განიხილება ამერიკული დოლარის გვერდის ავლით ერთმანეთან ფინანსური ანგარიშსწორების შესაძლებლობებიც.
ცხადია, რომ 400 მილიარდიანი სასესხო ვალდებულება გარდა ეკონომიკურისა, განაპირობებს გარკვეულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვალდებულებებსაც.
ცნობილია, რომ ჩინეთი ასევე გეგმავს სომხეთში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობას, რომლის მიზანია, სომხეთი გახდეს სამხრეთ კავკასიის ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი.
ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულება ირანს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი ერაყში, სადაც ანტიამერიკული განწყობების მზარდი დინამიკაა.
სავარაუდოა, რომ ირანი ასევე გააქტიურდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მისი ამოცანა კვლავ თურქული გავლენების შესუსტება იქნება, რაც აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩინეთის სტრატეგიულ ინტერესებთან.
რადგან ჩინეთის მართვაში 25 წლით გადადის ირანის პორტები, „ერთი სარტყელი_ ერთი გზის" სტრატეგიის ფარგლებში, არ არის გამორიცხული ჩინეთისათვის აქტუალური გახდეს საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობის თემაც.
P.S. 13 აპრილს, პუტინსა და ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბარი და ბაიდენის მხრიდან ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიაზე შეხვედრის შეთავაზება რუსეთის პრეზიდენტისათვის, მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ყველა რესურსი გამოიყენოს უკრაინიაში სამხედრო კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად, რადგან ამერიკელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ პარალელურ რეჟიმში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარების დაძაბვასაც, რომლის ინსპირატორიც შეიძლება ირანი გახდეს.
ავტორი: ლელა ჯეჯელავა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა