ნინო დათაშვილ 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
წალენჯიხის მერი - წალენჯიხის მერია იქცევა მოქნილ, ადგილობრივების საჭიროებების დროულად მომგვარებელ უწყებად
პროკურატურა სასამართლოს ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს
Drones attack oil refinery, chemical plant in Russia – media
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,150 over past day
AI manipulation: Ukraine’s CCD warns of new information threat from Russia
Ukraine’s Security Service repels over 2,300 enemy cyberattacks in 2025

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია - ნინო დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას

29.10.2025 ნახვები: 219

განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ღირსეული პედაგოგის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროგრესულად უარესდება - ნინო დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციის პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო - პირობებში,- ამის შესახებ ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.

„ჩვენ, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, ვაკვირდებით რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და თავისუფლება-აღკვეთილი ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

როგორც სამედიცინო ეთიკისა და ჰუმანური ღირებულებებისადმი ერთგული ორგანიზაცია, ვაცხადებთ და შევახსენებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და ჰუმანური მოპყრობა არის ფუნდამენტური უფლება, რომლის გარანტირება აუცილებელია ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.

ჩვენ განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ღირსეული პედაგოგის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროგრესულად უარესდება დღიდან მისი თავისუფლების აღკვეთისა.

ნინო დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციის პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო - პირობებში.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ასევე, სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ პედაგოგსა და კოლეგას, ვინც თავიანთი საქმიანობა მიუძღვნეს ადამიანის ჯანმრთელობას, განათლებასა და კეთილდღეობას.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანური ღირსების, ჯანმრთელობისა და პროფესიული პატიოსნების დაცვისადმი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა