ნინო დათაშვილ 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
წალენჯიხის მერი - წალენჯიხის მერია იქცევა მოქნილ, ადგილობრივების საჭიროებების დროულად მომგვარებელ უწყებად
პროკურატურა სასამართლოს ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს
Drones attack oil refinery, chemical plant in Russia – media
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,150 over past day
AI manipulation: Ukraine’s CCD warns of new information threat from Russia
Ukraine’s Security Service repels over 2,300 enemy cyberattacks in 2025

დონალდ ტრამპი - 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ მაქვს - ეს ძალიან ცუდია

29.10.2025 ნახვები: 226

2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ მაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეაში ჩასვლამდე განუცხადა.

„თუ კონსტიტუციას წაიკითხავთ, იქ ყველაფერი ნათელია. კენჭისყრის უფლება არ მაქვს. ეს ძალიან ცუდია. წაკითხულიდან გამომდინარე, კენჭისყრის უფლება არ მაქვს. ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის კომენტარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტს კონსტიტუციური შეზღუდვების შესახებ ესაუბრა და ამის გზა არ არსებობს“.

„კონსტიტუციის 22-ე შესწორება მესამე ვადით კენჭისყრას კრძალავს. კონსტიტუციის შესწორების გზას ვერ ვხედავ, რადგან ამისთვის დაახლოებით 10 წელი იქნება საჭირო“, - აღნიშნა ჯონსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა