ნინო დათაშვილ 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
წალენჯიხის მერი - წალენჯიხის მერია იქცევა მოქნილ, ადგილობრივების საჭიროებების დროულად მომგვარებელ უწყებად
პროკურატურა სასამართლოს ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს
Drones attack oil refinery, chemical plant in Russia – media
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,150 over past day
AI manipulation: Ukraine’s CCD warns of new information threat from Russia
Ukraine’s Security Service repels over 2,300 enemy cyberattacks in 2025

ტრამპი - ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში მივაღწევდით, მაგრამ ამას რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ შევძლებდით?

29.10.2025 ნახვები: 228

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს მოვაგვარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში მივაღწევდით, მაგრამ ამას რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ შევძლებდით? ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შეუძლებელი იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკვე მსოფლიოში რვა კონფლიქტი დაასრულა.

„ერთადერთი, რომელიც არ გამოვიდა, ეს რუსეთსა და უკრაინას შორის არის. მაგრამ, ამასაც მოვაგვარებთ. ვფიქრობდი, რომ ამას პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო შევძლებდით, მაგრამ ცოტა სხვაგვარად გამოვიდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მოვაგვარებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა