ნინო დათაშვილ 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
წალენჯიხის მერი - წალენჯიხის მერია იქცევა მოქნილ, ადგილობრივების საჭიროებების დროულად მომგვარებელ უწყებად
პროკურატურა სასამართლოს ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს
Drones attack oil refinery, chemical plant in Russia – media
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,150 over past day
AI manipulation: Ukraine’s CCD warns of new information threat from Russia
Ukraine’s Security Service repels over 2,300 enemy cyberattacks in 2025

Reuters - საქართველო სულ უფრო ავტორიტარული ხდება

29.10.2025 ნახვები: 204

საბჭოთა კავშირისგან გამოყოფილ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური საქართველო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ უფრო ავტორიტარული ხდება და მეზობელ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ფიგურა ციხეშია, პოლიციამ კი გააძლიერა იმ მომიტინგეების დაკავებები, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე რეგულარულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ესწრებიან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და რომ სარჩელის მიზანია სამი პარტიის - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკ „ძლიერი საქართველოს“ - კანონგარეშედ გამოცხადება.

„ეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობისკენ სწრაფვის მკვეთრ ესკალაციას აღნიშნავს“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული სამი პარტია მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის არიან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ამარტივებს.

„ქართულმა ოცნებამ“ გაყინა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ბლოკს თბილისში რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ევროკავშირი ბრალდებებს უარყოფს“, - წერს Reuters-ი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა