მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones

ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

24.04.2024 ნახვები: 530

ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, რუსთავის მსგავსად, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება სურთ.

„რუსული კანონის“ ავტორ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ღია გარიგება შედგა. „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება.

ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს. შეგახსენებთ, რომ ამ ორმა პარტიულმა კლანმა, რუსთაველებს ერთობლივად გაუზარდეს გადასახადები, საერთო ბიზნესინტერესებით დაამტკიცეს სამშენებლო დეველოპერული პროექტები და დღეს მათ ბიზნესში პარტნიორული ურთიერთობა უკვე ოფიციალურ პოლიტიკურ კოალიციად გააფორმეს.

„ოცნებამ“ რუსთავის საკრებულოსთან მისულ ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს დაგვახვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული ადამიანები და სუს-ისგან მართული პროვოკატორები, ხოლო ადგილზე მობილიზებული პოლიცია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ნაცვლად, დაიმალა, რისი კადრებიც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა. გვინდა თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, რომლებთან ერთადაც ჩვენს გუნდს ბევრი უმუშავია ამ სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - კრიმინალის წინააღმდეგ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ - ამ ადამიანებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარი მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევს! გვინდა იცოდეთ, რომ ეს მოცემულობა მალე შეიცვლება, მათ შორის თქვენი მხარდაჭერით!

რუსთავის მსგავსად, „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურთ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება! მათ დაწყებული აქვთ ეს პროცესი და ეს იქნება კიდევ ერთი ღია დადასტურება, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთო კოალიციის გასაფორმებლად ემზადებიან, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან და ეს ორი პარტია არჩევნებზე წარსულში უნდა დატოვონ,“ - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. პარალელურად, რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა