კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

დიმიტრი ხუნდაძე - ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუ ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, როგორ უნდა ვიყოთ ევროპასთან ასოცირებული?!

ნახვები: 559 დიმიტრი ხუნდაძე - ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუ ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, როგორ უნდა ვიყოთ ევროპასთან ასოცირებული?!

თავად ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუკი ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპასთან ასოცირებული, ან რა პრინციპი და პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, რომ თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომ „თვალყური გვადევნეთ, რა პასუხი იქნება ჩვენი მხრიდან“.

ხუნდაძის განცხადებით, უნდა შევეშვათ შევეშვათ შიშებს,გავუძლოთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გავასაჯაროოთ „შავი ფული”, რომელიც სწორედ ასეთ ზეწოლებს ემსახურება.

„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ყველაფერს რუსულს არქმევთ, ასეთ საკითხებზე გაგცემთ ევროპულ პასუხს, მაგალითად, რა თქვა მაკრონმა, საფრანგეთი არ არის ამერიკის ვასალი, საქართველოც არავის ვასალი არ არის. საქართველოს უნდა პარტნიორული ურთიერთობა და საქართველო იყენებს თავად ევროპაში დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამიტომ, ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუკი ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპასთან ასოცირებული, ან რა პრინციპი და პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა კონკრეტულად დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, რომ თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია. ასე რომ, შევეშვათ შიშებს, გავუძლოთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გავასაჯაროოთ “შავი ფული”, რომელიც სწორედ ასეთ ზეწოლებს ემსახურება. საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. გუშინ ჩვენ 9 აპრილი აღვნიშნეთ და ქართულ საზოგადოებას, მითუმეტეს ახალგაზრდებს, სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ისევ თავიდან დასაცავი გახდეს, ვისგან ეს უკვე სხვა საკითხია, მთავარია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში დასაცავი არ უნდა გახდეს”, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, თუ საქართველო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებს, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. კითხვაზე: „შარშან მკაფიოდ განაცხადეთ, რომ თუ რომელიმე დეპუტატი კანონპროექტს მხარს დაუჭერდა, დასანქცირდებოდა. რატომ იკავებთ თავს მსგავსი გზავნილისგან ახლა?“, მილერმა უპასუხა: „ნათლად ვაცხადებთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით“.

„რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ ის წინ წავა, განაგრძეთ თვალყურის დევნება. დღეს ვერაფერს განვაცხადებ“, - აღნიშნა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა