გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოლაფ შოლცს პუტინის ბირთვული მუქარის ეშინია

ნახვები: 494 ვოლოდიმირ ზელენსკი - ოლაფ შოლცს პუტინის ბირთვული მუქარის ეშინია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაზე უარს ბირთვული საფრთხეების გამო ამბობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს მსოფლიოს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხისგან არ დაიცავს.

ზელენსკის თქმით, უკრაინას იარაღი სჭირდება გადარჩენისთვის და მას არ ესმის, რატომ არ იღებს ამ იარაღს ქვეყანა. უკრაინის პრეზიდენტი გულისხმობდა გერმანულ Taurus-ის რაკეტებს, ამერიკულ ATACMS-ის მცირე მანძილზე მოქმედ რაკეტებს და F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს.

”ვფიქრობ, კითხვა არც ისე მარტივია. რამდენადაც მე მესმის, კანცლერი ამბობს, რომ გერმანია არ არის ბირთვული ძალა და რომ ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღის სისტემა გერმანიაში და შოლცი ვერ ტოვებს თავის ქვეყანას ამ იარაღის სისტემის გარეშე.”

კითხვაზე, აქვს თუ არა კავშირი Taurus-ის არ მიწოდებას პუტინის ბირთვულ მუქარასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ აქვს და დასძინა : ”მაგრამ არ მგონია, რომ ეს დაიცავს მსოფლიოს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის საფრთხისგან.”

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ხარკოვზე მასშტაბურ შეტევას, როგორც ამას ოკუპანტები ომის დასაწყისში ცდილობდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა