ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia
Svyrydenko: 25 companies join Ukraine's private air defense initiative
Ukraine announces ceasefire from May 6, awaits reciprocal steps from Russia – Zelensky
Russia declares unilateral 'ceasefire' on May 8-9

ხატია დეკანოიძე - კორუმპირებული მოსამართლეები, "კლანი" უარს ამბობს საკუთარი დეკლარაციების შემოწმებაზე

08.04.2024 ნახვები: 491

“ევროოპტიმისტების” დეპუტატი ხატია დეკანოიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს კითხვით, თუ რის საფუძველზე შეაჩერა ოთხი მოსამართლის, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის დეკლარაციების განხილვა.

როგორც დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისტორიაში პირველად “მოსამართლეთა კლანი” უარს ამბობს საკუთარი დეკლარაციების შემოწმებაზე, რაც “საქართველოს ევროპული მომავლის სრული საბოტაჟია”.

მისივე თქმით, “ტყუილი და ფარისევლობაა, როდესაც “ქართული ოცნება” რუსულ კანონს გამჭვირვალობის პრინციპით უდგება”.

“რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, სანდრო მეთოფიშვილის და ვასილ მშვენიერაძის სარჩელები მიიღო და მათი დეკლარაციების შემოწმება გააჩერა. რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, კორუმპირებული მოსამართლეები, "კლანი" უარს ამბობს საკუთარი დეკლარაციების შემოწმებაზე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ.

ანტიკორუფციული ბიურო სწორედ “ქართული ოცნების” პირობებში შეიქმნა, არ არის დამოუკიდებელი და ამ ანტიკორუფციულ ბიუროსაც კი უარს ეუბნებიან დეკლარაციების შემოწმებაზე. "კლანი" ღიად, საჯაროდ, საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის ხარჯზე უარს ამბობს საკუთარი დეკლარაციების შემოწმებაზე. მაშინ, როდესაც ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ ჩვენი ევროპული მომავლის და ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში და მაშინ, როდესაც საქართველოს მომავალი განსაზღვრულია კონსტიტუციით, “ქართული ოცნება”, ხელისუფლება და სასამართლო დგას ჩვენი ქვეყნის მომავლისა და წარსულს შორის და მიგვათრევს წარსულში.

როდესაც საქართველოს პარლამენტში რუსული კანონმდებლობაა დაინიცირებული გამჭვირვალობის საფუძვლით, მაინტერესებს, კითხვებზე პასუხი ანტიკორუფციული ბიუროსგან: მოგვაწოდონ მოსამართლეთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელები, რის საფუძველზეც აღარ ეძლევათ უფლება, ოთხი მოსამართლის დეკლარაციები შეამოწმონ;

მოგვაწოდონ ანტიკორუფციული ბიუროს საჯარო პასუხი, რის საფუძველზე შეჩერდა დეკლარაციების შემოწმება;

მოგვაწოდონ ინფორმაცია და განმარტოს ასევე საპარლამენტო უმრავლესობამ, რა სტრატეგია აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოში საკუთარი პოზიციების დასაცავად - გაასაჩივრა თუ არა აღნიშნული აქტი და აპირებს თუ არა, მიუხედავად ამ უკანონო, არასამართლიანი, არაევროპული გადაწყვეტილების კონტექსტში საკუთარი პოზიციები დაიცვას”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა