კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს

ნახვები: 559 ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს. CNN-ის ინფორმაციით, ნოემბრის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართული პირველი სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა განიხილეს ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომები, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობები, ასევე სხვა საკითხები, რომლებმაც დაძაბეს ვაშინგტონი-პეკინის ურთიერთობა, მათ შორის ტაივანი, ჩინეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და პეკინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე განიხილეს რიგი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც, აშშ-ისა და ჩინეთის ოფიციალური პირები თანამშრომლობისთვის სივრცეს ხედავენ, მათ შორის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებადი სამყარო და კლიმატის ცვლილება.

თეთრი სახლის შეფასებით 45 წუთიანი საუბარი მთელ რიგ საკითხებზე, რომლებზედაც ლიდერები ერთმანეთს ეთანხმებოდნენ, ან არ ეთანხმებოდნენ, „გულწრფელი და კონსტრუქციული“ იყო. მათივე ინფორმაციით, სი ძინპინთან საუბარში ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა "მშვიდობისა და სტაბილურობის" შენარჩუნების აუცილებლობას ტაივანის სრუტეზე და ასევე გამოთქვა შეშფოთება ჩინეთის მიერ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის გამო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ორ ლიდერს "გულწრფელი და სიღრმისეული განხილვა“ ჰქონდათ. უწყების განმარტებით, სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობები დაახასიათა, როგორც „სტაბილიზაციის დასაწყისი“, მაგრამ განაცხადა, რომ "ნეგატიური ფაქტორები" იზრდება და მოითხოვს "ორივე მხარის ყურადღებას".

მისი თქმით, მხარეებმა უნდა დააფასონ მშვიდობა, პრიორიტეტი მიანიჭონ სტაბილურობას და პატივი სცენ ერთმანეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა