დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა

ნახვები: 536 „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გარდაცვლილთა ცხედრები კომპლექსის ტერიტორიაზე, ნანგრევებში აღმოაჩინეს, სადაც სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

რუსულ მედია საშუალებებში ვრცელდება ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის დაკითხვის კადრები.

ეჭვმიტანილის თქმით, მას ტერაქტის განსახორციელებლად 500 ათასი რუბლი გადაუხადეს. დამკვეთი მას „ტელეგრამის“ საშუალებით დაუკავშირდა და თანხის ნახევარი საბანკო ბარათზე ჩაურიცხა. თავდასხმისთვის მომზადებას კი ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა