მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones

ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რათა საარჩევნო პროცესი იმდენად სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია - პაველ ჰერჩინსკი

22.03.2024 ნახვები: 524

ჩვენ, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩმა იმედი, გამოთქვა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნები მაქსიმალურ რესურს წარმოადგენენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებისთვის.

ამასთან კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა საქართველოში კოალიციური მთავრობა, ელჩის თქმით, ეს მხოლოდ ამომრჩეველთა გადასაწყვეტია.

„ქართველ ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი ხელისუფლება სურთ მათ. მე მხოლოდ შემიძლია გიბიძგოთ, რომ საარჩევნო კამპანია იყოს თავისუფალი, სამართლიანი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი პროგრამა, რომ ჩაატარონ კამპანია. მხოლოდ ამომრჩევლებზე იქნება დამოკიდებული, რომ ფარული ხმის მიცემის პროცესით გადაწყვიტონ, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში მომავალში.

ჩვენ ყველას გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა ოდირს არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფო წარმოადგენს საკმარის რესურსს, რომ გვქონდეს ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე. ჩვენ, ასევე, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩი არჩევნებში ქართული დიასპორის მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ამისთვის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, თუმცა მოქალაქეებს მათი განსახლების არეალის მიუხედავად უფლება აქვთ, გამოხატონ თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით.

„ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს განსხვავებული წესი და რეგულაცია, როდესაც საქმე ეხება არჩევნებში დიასპორის მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს, მათი განსახლების ადგილის მიუხედავად, ჰქონდეს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით, ფარულობის დაცვით“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა