Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger
Melania Trump comments on possible visit to Ukraine

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს

ნახვები: 493 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს.

რეზოლუციის საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, რეზოლუციის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, სიუზან უაილდმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბავშვების წინააღმდეგ გენოციდის შესახებ საერთაშორისო კონვენციას არღვევს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ძალადობის კამპანიაში ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულები ყველაზე ამაზრზენი ასპექტია“, – აღნიშნა მან.

უაილდის თქმით, ის კოლეგებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა რეზოლუციამ კონგრესისგან სრული მხარდაჭერა მიიღოს.

„რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ბავშვების თაობა“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

იანვარში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაც იყვნენ უკრაინელი მოზარდები, რომლებიც გადაურჩნენ რუსეთის მიერ გატაცებასა და წამებას, მოსმენების დროს ჩვენება მისცეს აშშ-ის ჰელსინკის კომისიას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა