პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება

ჯეიკ სალივანი - უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

21.03.2024 ნახვები: 377

უკრაინა გაიმარჯვებს თუ ამ ომიდან თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? -ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დონამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკით, რომელიც იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და რუსული თავდასხმების ფონზეც ინოვაციებს ნერგავთ. აი რას ნიშნავს გამარჯვება”, - განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროებისთვის საჭირო დახმარების, აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდება “გადამწყვეტი სამხედრო განზომილებაა,” რათა ბრძოლის ველზე ეფექტიანად შეძლონ იმის კეთება, რაც სჭირდებათ.

“დაზვერვითი თანამშრომლობა გვაქვს, ეკონომიკური თანამშრომლობა გვაქვს, დიპლომატია გვაქვს, რომელსაც ერთად ვატარებთ, რათა დემოკრატიულ რეფორმებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე ვიმუშაოთ. ასე რომ, ეს აშშ-ს მთავრობის კომპლექსური, ყოველმხრივი და ერთობლივი მუშაობაა, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა შეერთებული შტატების საკვანძო პრიორიტეტად განსაზღვრა, რათა უკრაინამ არა მხოლოდ უბრალოდ გაიმარჯვოს, არამედ წარმატებასაც მიაღწიოს”, - განაცხადა სალივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა