პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება

ნაციონალური მოძრაობა“ - რეზოლუციის ინიცირებისთვის ევრონესტის 110 წევრიდან 10 წევრის ხელმოწერაა საჭირო, რაც მაკა ბოჭორიშვილმა ვერ შეაგროვა

20.03.2024 ნახვები: 467

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ევრონესტში (EURONEST) ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში განმარტავენ, „ქართულ ოცნებას“ დაკარგული აქვს ნდობა ევროპელ პარტნიორებში.

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ „ქართულ ოცნებას“ მოუწია ევროპელი სოციალისტების პარტიის დატოვება იმ ანტიევროპული ქმედებებისა და რიტორიკის გამო, რასაც ივანიშვილის პარტია ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს.

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება სცადა ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით და მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მან ვერ მოიპოვა ევრონესტის ბიუროს წევრების მხარდაჭერა. ევრონესტის 110 წევრიდან (60 ევროპარლამენტარი, 50 მონაწილე ქვეყნების დეპუტატი) რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 წევრის ხელმოწერაა საჭირო, რაც მაკა ბოჭორიშვილმა ვერ შეაგროვა. რეზოლუციის ინიცირების მცდელობა ევრონესტის ბიუროზე ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ჩავარდა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ ქალბატონი ბოჭორიშვილი წარმოადგენს და არავინ ოპოზიციური პარტიებიდან.

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა ვერ მოიპოვა ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა, იმ ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რასაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დგამს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შესაძლებელი გახადა იმ დემოკრატიულმა რეფორმებმა, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ვარდების რევოლუციის შემდგომ განახორციელა. ევროკავშირის დროშა საქართველოს პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად მიხეილ სააკაშვილმა აქცია, რომელიც დღეს ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია.

ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში - ევროპის სახალხო პარტიის ფარგლებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა”და მისი ლიდერის, პრეზიდენტ სააკაშვილის მჭიდრო თანამშრომლობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უზარმაზარი დახმარება და ახლა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო.

საქართველო გახსნის გაწევრიანების მოლაპარაკებებს და გახდება ევროკავშირის წევრი იმ 9 ნაბიჯის შესრულებით, რომელსაც 26 ოქტომბერს არჩეული ახალი მთავრობა გადადგამს ქართველო ხალხის ისტორიული მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა