გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ლოიდ ოსტინი - უკრაინის გადარჩენის საკითხი საფრთხეშია, აშშ-ის უსაფრთხოება საფრთხეშია

ნახვები: 483 ლოიდ ოსტინი - უკრაინის გადარჩენის საკითხი საფრთხეშია, აშშ-ის უსაფრთხოება საფრთხეშია

უკრაინის გადარჩენის საკითხი საფრთხეშია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ოსტინმა მოკავშირეებს კიევის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„როდესაც ჩვენ ინვესტიციას ვდებთ უკრაინის უსაფრთხოებაში, ჩვენ ინვესტიციას ვდებთ საკუთარ უსაფრთხოებაში. დღეს უკრაინის გადარჩენის საკითხი საფრთხეშია და აშშ-ის უსაფრთხოება საფრთხეშია. არ გვაქვს არცერთი დასაკარგი დღე. უკრაინის მეგობრები აგრძელებენ ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას. აიღეთ ახალი ძირითადი ვალდებულებები, რათა უკრაინას მივაწოდოთ სასწრაფოდ საჭირო შესაძლებლობები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვა, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო საბრძოლო მასალა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მათ გვერდით ვდგავართ. ამიტომაც, გამოვაცხადეთ აშშ-ის დამატებითი დახმარება უკრაინისთვის, რომლის ღირებულებაც 300 მილიონ დოლარამდეა“, – განაცხადა ოსტინმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა