გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ

ნახვები: 508 პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ

უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებებით, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს წარმატებით გადალახავს.

პროექტის მიხედვით, კორექტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ასევე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველები.

კერძოდ, პროექტის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვები იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში – ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა