დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ენტონი ბლინკენი - დემოკრატიულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ნახვები: 537 ენტონი ბლინკენი - დემოკრატიულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

2024 წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია, დემოკრატიულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სეულში, დემოკრატიის სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობა საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან. მისივე თქმით, შეერთებული შტატები განაგრძობს ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებზე წინააღმდეგობის გაწევას.

„წელს მსოფლიოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიდის არჩევნებზე. გამორჩეული საარჩევნო წელია სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა მოქალაქეები და კანდიდატები წააწყდებიან სიცრუის ნაკადს, რომელიც ჩაახშობს სერიოზულ საჯარო დებატებს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭიროა ძლიერი სოციალური მედიის კამპანიების წახალისება, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ინფორმაციის გამოვლენა მოხდეს.

„ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მედია და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტი მკვეთრად აჩქარებს ცვლილებების ისედაც წარმოუდგენლად სწრაფ ტემპს, მაგრამ ამან ასევე შექმნა დეზინფორმაციის ტალღები, რაც აძლიერებს პოლარიზაციას და დაბნეულობას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ახალი ტექნოლოგიების განვითარების წესებზე. მანამდე ევროპარლამენტმა მიიღო კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა