ზელენსკი: საფრანგეთთან შეთანხმებით, ოქტომბერში უკრაინის საბრძოლო ავიაციის გასაძლიერებლად ახალ პაკეტებს მივიღებთ
ტრამპი: ზელენსკისთან საქმის დაჭერა არ მსურს, მას რუსეთთან მოლაპარაკება არ უნდა
იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა

თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ არათუ რაიმე ტიპის პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით, არამედ სირაქლემას პოზიციაშია

ნახვები: 549 თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ არათუ რაიმე ტიპის პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით, არამედ სირაქლემას პოზიციაშია

„ქართული ოცნება“ არათუ რაიმე ტიპის პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით, არამედ სირაქლემას პოზიციაშია და თავი აქვს ქვიშაში დამალული, როდესაც ჩვენ ვისმენთ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან განაცხადს, რომ ანექსიის პროცესზე მიმდინარეობს მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში პრეზიდენტი ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელია, რომელიც ანექსიურ პროცესებზე ღიად საუბრობს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა შეემუშავებინა ადეკვატური პოლიტიკა, რომელიც დაპირება იყო და არ შესრულდა და „ქართულ ოცნებას“ უნდა გაეძლიერებინა მათ შორის ჩვენი, სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან. ის, რომ დღეს საკითხი დადგა "ქართული ოცნების" მხრიდან - „ამერიკა, თუ ჩინეთი“ კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ინტერესი, რომელიც ქვეყანას აქვს, „ქართულ ოცნებას" არ გააჩნია, რადგანაც ამერიკის მხარდაჭერაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა