დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა გარემოებებში მოხდა სავარაუდო დანაშაული, ვინ არის დაზარალებული და სად განხორციელდა დაკავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“