მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

ბაიდენი ტრამპზე - ნუ ეტყვით მას. ის ფიქრობს, რომ ბარაკ ობამას წინააღმდეგ იყრის კენჭს

18.03.2024 ნახვები: 450

აშშ-ის პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი ძალიან ასაკოვანი და ფსიქიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტობისთვის - მეორე მე ვარ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მისი კონკურენტის, ამჟამინდელი პრეზიდენტის ნაცვლად მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა ახსენა.

„ნუ ეტყვით მას. ის ფიქრობს, რომ ბარაკ ობამას წინააღმდეგ იყრის კენჭს, ეს არის ის, რაც მან თქვა, ”- აღნიშნა ბაიდენმა.

დონალდ ტრამპმა ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ უფრო დააბნია ამომრჩეველი, როცა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში ბარაქ ობამა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბაიდენს ობამას პრეზიდენტობის დროს, 2009-2017 წლებში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და ისინი არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტები არასდროს ყოფილან.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი არჩევნებში არ გაიმარჯვებს, ქვეყანას „სისხლის აბაზანა“ ემუქრება.

„ახლა, თუ არ ამირჩევენ, სისხლის აბაზანა იქნება. ქვეყნისთვის სისხლის აბაზანა“, - განაცხადა ტრამპმა მაგრამ არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა.

მოგვიანებით, მან დაამატა: „არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ იქნება არჩევნები, თუ ჩვენ არ მოვიგებთ ამ არჩევნებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ამ განცხადებას ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერი, ჯეიმს სინგერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს 6 იანვრის განმეორება სურს.

„მას კიდევ ერთი 6 იანვარი უნდა, მაგრამ ამერიკელი ხალხი კიდევ ერთხელ დაამარცხებს მას ნოემბერს არჩევნებში, რადგან ისინი უარყოფენ მის ექსტრემიზმს, ძალადობისადმი სიყვარულს და შურისძიების წყურვილს“, - აღნიშნა სინგერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა