გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ინტერთან“ გასვლაზე ფრედ ითამაშა

ნახვები: 503 ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ინტერთან“ გასვლაზე ფრედ ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს ლიდერს, „ინტერს“ გასვლაზე დაუპირისპირდა და მილანიდან ქულა წამოიღო  – 1:1.

იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრის პირველი ნახევარი „ინტერმა“ ნეაპოლელებზე უკეთ ჩაატარა და 1:0 დაწინაურდა. მილანელების სწრაფი კონტრშეტევა 43-ე წუთზე მცველმა მატეო დარმიანიმ დააგვირგვინა.

კვარაცხელიამ თითქმის სრულად ითამაშა და დამატებულ წუთებზე შეცვალეს. ხვიჩამ გოლის გატანა ორჯერ სცადა – პირველად მის დარტყმულს თანაგუნდელი გადაეფარა, მეორედ კი „ინტერის“ მეკარე იან ზომერმა საიმედოდ ითამაშა. მაგრამ „ნაპოლიმ“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – კუთხურის გათამაშების შემდეგ მილანელებს ჟუან ჟესუსმა გაუტანა.

მანამდე ტურის მატჩი გამართა გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“, რომელმაც „ლაციოს“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 2:3 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მცირე ტრავმის შემდეგ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

იტალიის ჩემპიონატში გამართული 29-ე ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 45 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო „ფროზინონე“ (24) აუტსაიდერთა ზონაში, მე-18 პოზიციაზეა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა