მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

სალომე ზურაბიშვილი - თუ არ მოვა ხალხი არჩევნებზე, გაყალბების მეთოდები ბევრად უფრო ეფექტური იქნება

17.03.2024 ნახვები: 439

თუ არ გამოვა ხალხი არჩევნებზე, არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბების ყველა მეთოდი ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ასე რომ, ავირჩიოთ, გვინდა მობილიზაცია, გვინდა აქტიურობა თუ გვინდა, რომ დავუთმოთ გზა შესაძლო გაყალბების მეთოდებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რა დროსაც უპასუხა კითხვას, როგორ მოხდება გაყალბებისგან ხმების დაცვა.

პრეზიდენტის თქმით, გაყალბებისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტური ფორმა და ინსტრუმენტი არის ხმების რაოდენობა.

„მე არაფერს ველოდები თუ ვიქნებით ძალიან ბევრი - ყველამ იცის და მთელ მსოფლიოში ასეა, რომ გაყალბებისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტური ფორმა და ინსტრუმენტი არის ხმების რაოდენობა. თუ არ გამოვა ხალხი არჩევნებზე, არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბების ყველა მეთოდი ბევრად უფრო ეფექტურია. ასე რომ, ავირჩიოთ, გვინდა მობილიზაცია, გვინდა აქტიურობა, თუ გვინდა, რომ დავუთმოთ გზა შესაძლო გაყალბების მეთოდებს. ეს ამართლებს როგორც შიგნით, ასევე გარეთ- რაოდენობა არის დაცვა. ჩვენ ადმინისტრაციასთან გვაქვს შექმნილი ჯგუფი, რომელიც თვალს ადევნებს და არის ძალიან მჭიდრო კავშირში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, რომ თუ იქნება ამ პროცესში ხელის შეშლა და ამ საარჩევნო უბნების გახსნაზე ხელოვნური შეფერხებები, რომ ამაზე ამოვიღოთ ხმა და მოვითხოვოთ რეაგირება. ჩემი მთავარი ბერკეტი ახლაც, ისევე როგორც ყველა საკითხში, არის ხმის ამოღება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საელჩოში საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეიძლება გახდეს დეპორტაციის მიზეზი და მსგავსი ზედამხედველობის პრაქტიკა არ არსებობს.

„ყველა ჩემი მცდელობა რომ კიდევ გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. ბევრი სხვადასხვა კუთხით შეიძლებოდა გამარტივება ამ ორმაგის მოქალაქეობის პროცედურები.

მაგრამ იმის თქმა, რომ მისვლა საელჩოში თუ საარჩევნო უბანზე შეიძლება გახდეს პრობლემა ადამიანებისთვის და ამის გამო დაკარგონ მოქალაქეობა, ეს პრობლემა არ არსებობს, ეს პრაქტიკა არ არსებობს და ეს დამიდასტურა ყველა ელჩმა, ვინც მოვიდა. არანაირი ასეთი დეპორტირებისთვის ზედამხედველობა არ არსებობს ამ სივრცეში, მით უმეტეს ევროპის ქვეყნებში“,- განაც ხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა