მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

დონალდ ტუსკი - შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ! კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?

17.03.2024 ნახვები: 449

შეხედეთ ოდესას, კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად? - ასე მიმართავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერს მაიკ ჯონსონს „ტვიტერის” პირად გვერდზე.

„შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ! კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?” - წერს ტუსკი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება 16 მარტს დილით გამოაქვეყნა. იმ მომენტისთვის ოდესაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, რესპუბლიკური პარტია და სპიკერი ჯონსონი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე გამოტანას ეწინააღმდეგებიან, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა - კანონპროექტი უკვე მიიღო. მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ სპიკერი ჯონსონი ფაქტობრივად დათანხმდა უკრაინისთვის დახმარების განბლოკვას, ოღონდ იმ პირობებით, რომ ეს იქნება წარმომადგენელთა პალატის პროექტი, და კრედიტის ან ლენდ-ლიზის სახით დახმარება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა