მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებას

15.03.2024 ნახვები: 460

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს სენატის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებას ისრაელთან დაკავშირებით.

როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ჩაკ შუმერმა კარგი სიტყვა წარმოთქვა.

„ვფიქრობ, მან გამოხატა სერიოზული შეშფოთება, რომელსაც იზიარებს არა მხოლოდ ის, არამედ ბევრი ამერიკელი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა 14 მარტს განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გზა დაკარგა და მისი კოალიცია აღარ პასუხობს ისრაელის საჭიროებებს 7 ოქტომბრის შემდეგ. ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. დემოკრატი ჩაკ შუმერის განცხადება მკვეთრად გააკრიტიკეს სენატის რესპუბლიკელებმა. უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკონელმა აღნიშნა, რომ სენატორისთვის შეუსაბამო იყო სხვა დემოკრატიულ მთავრობასთან დაკავშირებით არჩევნებისა და ხელმძღვანელობის ცვლილებების მოწოდება.

ამასთან, ჩაკ შუმერის განცხადებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“, სადაც აღნიშნულია: „ისრაელი არ არის ბანანის რესპუბლიკა. სენატორ შუმერისგან მოელიან, რომ პატივს სცემს ისრაელის არჩეულ მთავრობას, განსაკუთრებით, ომის დროს“. ასევე, ჩაკ შუმერის განცხადებასთან დაკავშირებით ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა აღნიშნა: „აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ისრაელის მეგობარია, მაგრამ შეცდომა დაუშვა. მხოლოდ ისრაელის მოქალაქეები განსაზღვრავენ, ვინ იყვნენ ქვეყნის ლიდერები. ნებისმიერი გარე ჩარევა მიუღებელია“.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა