Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight

ადამიანური განვითარების ინდექსით, საქართველო ზედიზედ მესამედ „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ ჯგუფში მოხვდა

ნახვები: 512 ადამიანური განვითარების ინდექსით, საქართველო ზედიზედ მესამედ „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ ჯგუფში მოხვდა

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანური განვითარების ინდექსით (HDI), საქართველო ზედიზედ მესამედ „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ ჯგუფში მოხვდა.

ადამიანური განვითარების 2023-2024 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ წინა ანგარიშთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) შეფასება გაიუმჯობესა და 193 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის მე-60 ადგილს იკავებს.

საქართველოს ადამიანური განვითარების ინდექსის ზოგადი მაჩვენებელი 0,814-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ბულგარეთს, ნატო-ს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს.

UNDP-ის ადამიანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების განვითარებას სამი ძირითადი განზომილების მიხედვით აფასებს: სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა, განათლებაზე წვდომა და ღირსეული ცხოვრების სტანდარტები.

ზოგად მაჩვენებელთან ერთად, HDI ისეთ პარამეტრებსაც აქცევს ყურადღებას, როგორიცაა უთანასწორობა, გენდერული სხვაობები, მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და პლანეტაზე განხორციელებული წნეხი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა