Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight

ენტონი ბლინკენი - ღაზის სექტორში მოქალაქეების დაცვა და დახმარება ისრაელისთვის ნომერ პირველი სამუშაო უნდა იყოს

ნახვები: 512 ენტონი ბლინკენი - ღაზის სექტორში მოქალაქეების დაცვა და დახმარება ისრაელისთვის ნომერ პირველი სამუშაო უნდა იყოს

ღაზის სექტორში მოქალაქეების დაცვა და დახმარება უნდა იყოს ნომერ პირველი სამუშაო ისრაელისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის მთავრობისთვის ეს იქნება პრიორიტეტი. მოქალაქეების დაცვა, საჭირო დახმარების მიწოდება ხალხისთვის, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი სამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ქვეყნის დასაცავად და ებრძვიან საფრთხეს, რომელიც „ჰამასის“ მხრიდან მოდის“, – ამბობს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ის კოლეგებს ბრიტანეთში, კვიპროსში, ევროკავშირში, კატარსა და გაერთიანებულ საამიროებში ესაუბრა ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ ღაზის სანაპიროზე დროებითი პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ პორტის მშენებლობას დრო დასჭირდება და სახმელეთო გზა მაინც საუკეთესო საშუალებად დარჩება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა