კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით ორი წელი ვუყურებდით ყალბ კამპანიას, რომ იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, ამ ფონზე, არასწორი, გაუგებარია მოწოდებები, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ

ნახვები: 528 ირაკლი კობახიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით ორი წელი ვუყურებდით ყალბ კამპანიას, რომ იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, ამ ფონზე, არასწორი, გაუგებარია მოწოდებები, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ

სააკაშვილთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში ვუყურებდით ყალბ კამპანიას, რომ იყო მომაკვდავ მდგომარეობაში. ამ ფონზე, არასწორი და გაუგებარია მოწოდებები, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ყველაფერი იყო სიყალბე.

„ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ორი წელი ატყუებდნენ საზოგადოებას, ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, შეიძლებოდა, ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი. ეს იყო ყალბი კამპანია, რასაც ვუყურებდით მთელი ორი წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო სრული სიცრუე, სიყალბე. ამ ფონზე, როცა კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ასე შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი, გაუგებარია. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. შესაძლოა, მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც მაგალითად, რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას ორი წლის წინ, მაგრამ ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა