კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

დმიტრო კულება - შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები

ნახვები: 559 დმიტრო კულება - შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატო-ს წევრ ბალტიის ქვეყნებს, დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდიივკას დაემსგავსება.

"ვფიქრობ, საბოლოოდ ნატო გაიმარჯვებს. მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიივკას - მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, - ციტირებს ლიეტუვური მედია დმიტრო კულებას.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა არის უკრაინელების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან. კულებას მტკიცებით, ლიეტუვას ეს ესმის და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინას.

„სხვები ისე წარმოაჩენენ, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლიათ“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა