თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი
მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ

ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას?!

09.03.2024 ნახვები: 526

დღეს, საუბარია იმაზე, რომ თითქოს, რაღაც ახალი პარტია შეიქმნა. როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას?! ქართველი ხალხი არის ბრძენი, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული, მტრული ძალები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც პარტიულ აქტივებს შეხვდა.

ღარიბაშვილის თქმით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს.

„ქართველი ხალხი არის ბრძენი, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული, მტრული ძალები,ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ინტერესებს, მათი მიზანი იყო სხვა ქვეყნების ინტერესების და დავალებების შესრულება. პირდაპირ, ორი წლის წინ ეს ადამიანები მოუწოდებდნენ და მზად იყვნენ, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოთ, ეს მათგან მომდინარე პირდაპირ გააზრებული ქმედებები იყო, რომ ქვეყანაში გადმოეტანათ მეორე ფრონტი. რომ იტყვიან, ეს იყო კოორდინირებული მოქმედებათა მთელი ჯაჭვი, რა თქმა უნდა, რომლის უკან იდგა ასევე ეს დესტრუქციული ძალა. ამიტომ, ვიმეორებ, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. რა თქმა უნდა, სუფთად უნდა ჩავატაროთ არჩევნები რომ ჩვენ მტრულ ძალებს არცერთი კითხვა არ დარჩეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას გუნდში ყოფილი მოსამართლის, მაია კოპალეიშვილის შეერთებას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მაია კოპალეიშვილი ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ წევრი.

„პარტიული ადამიანი იყო, როგორც მახსოვს და რა თქმა უნდა, მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ისინი არიან სინქრონში, ერთად მუშაობენ შეთანხმებულად. სამწუხაროდ, ასეა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტი, „პრაიდი“ აპირებს ფართომასშტაბიან აქციებს და ამით, გაიშიფრა თუ არა ოპოზიცია? - რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ოპოზიცია არის გაშიფრული და ყველა მათი სატელიტი ორგანიზაცია, თქვენ ახსენეთ „პრაიდი“.

„მე მინდა ჩვენს ხალხს შევახსენო - 20221 წლის ივნისში თქვენ გახსოვთ ვინ იდგა ამ პროვოკაციის უკან, ხომ არ შემახსენებთ შემთხვევით ? – „პრაიდი“! „პრაიდის“ უკან ვინ იდგა ? ორგანიზაცია „სირცხვილია“! ვინ იდგა "სირცხვილია" უკან- რა თქმა უნდა, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ძალიან მარტივი მოცემულობაა. ყველა ამ დესტრუქციული, პროვოკაციული ქმედებების უკან და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების უკან დგას, რა თქმა უნდა, ოპოზიცია და ვინ არის ოპოზიცია დღეს ? ეს არის „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა თავისი დანაყოფებით. მე მინდა ვთქვა, რომ მაშინ ეს პროვოკაცია რაც დაიგეგმა ქვეყნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, კარგად გააზრებული პროვოკაცია იყო. რა მოხდა შარშან მარტის აქციების დროს, ვინ იდგა ამ აქციების უკან, რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციული დესტრუქციული ძალები, რომელთა უკან დიახაც, ისევ დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა