შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ნახვები: 523 განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, 2024 წლის პირველ მარტს დაკავებულ იქნა სამი პირი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, სამ  ლოკაციაზე ბრალდებულებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტების აღკვეთა-გამოვლენა-გამოძიებას. მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის მიერ დამატებით გამოვლენილ იქნა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 15 პირი, მათგან დაკავებულია ოთხი პირი. დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 12 676 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა