ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - მამუკა ხაზარაძეს თავისი მილიონი პირველად რუსეთში უშოვია და ეტყობა, ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან

ნახვები: 531 ირაკლი კობახიძე - მამუკა ხაზარაძეს თავისი მილიონი პირველად რუსეთში უშოვია და ეტყობა, ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან

მამუკა ხაზარაძეს თავისი მილიონი პირველად რუსეთში უშოვია და ეტყობა, რაღაცნაირად ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოსტთან დაკავშირებით, სადაც ის წერს, რომ 14 კვირაში ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება.

„არ ვიცი, თვითონ თავისი მილიონი პირველად რუსეთში უშოვია და ეტყობა, რაღაცნაირად ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან, სულ რუსეთს ახსენებს. ეს არის მისი საქმე. რა თქმა უნდა, სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თვითონ არ იცის, საით აქვს წასასვლელი, მით უმეტეს, რომ მანქანაც დაეწვა, რომლითაც გეგმავდა საქართველოს შემოვლას“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა