მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაციას აქვს ზღვარი, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილებებმა მკაფიოდ გაავლო

22.02.2024 ნახვები: 500

დეზინფორმაციული კამპანიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ოპოზიციამ ჩაწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამწუხაროდ სააკაშვილის დეზინფორმაციას თან ახლდა არასამთავრობო სექტორის ნაწილის და ზოგიერთი უცხოელი აქტორის სამარცხვინო მხარდაჭერა. მისი თქმით, ტყუილი მალე გამოაშკარავდა და ყველამ კარგად დაინახა, სად დგას სიმართლე.

„სააკაშვილის სამართლიანი პატიმრობა და კლინიკაში სასჯელის მოხდის პერიოდი სავსე იყო პირდაპირი და დაუსაბუთებელი ბრალდებებით და ჭორებით. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო. როდესაც ამ პრიმიტიულმა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და „გამოჯანმრთელებული“ პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში. მოგვიანებით, უცხოელი აგენტების ამერიკული რეესტრის მეშვეობით გაირკვა და მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციების, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის, მსოფლიო პრესასა და ტელევიზიებში გამოქვეყნებული სტატიებისა და ინტერვიუების უკან ლობისტებისთვის გადახდილი მილიონობით დოლარი იდგა და დგას. სამწუხაროდ, ისევ და ისევ, სააკაშვილის დეზინფორმაციას თან ახლდა არასამთავრობო სექტორის ნაწილის და ზოგიერთი უცხოელი აქტორის სამარცხვინო მხარდაჭერა. ტყუილი მალე გამოაშკარავდა. ყველამ კარგად დაინახა, სად დგას სიმართლე. თუმცა აქაც, სამწუხაროდ, ბევრს ქვეყნის შიგნით და გარეთ მაინც დარჩა უარყოფითი განცდა, აღქმა, შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება რაღაცას არასწორად აკეთებს. სწორედ დეზინფორმაციის შედეგია ეს უარყოფითი აღქმა, როგორც ეს იყო არჩევნების ვითომდა გაყალბების და სანქციების ვითომდა გვერდის ავლის შემთხვევებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი იყო ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება.

„ამ და სხვა შემთხვევებში, სახელმწიფოსთან ერთად, უშუალო დარტყმის სამიზნე ქართული მართლმსაჯულება ხდება. მაშინ, როცა სურდათ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება, სწორედ ასეთ საქმეებს იშველიებდნენ მტკიცებულებად: „რუსთავი 2“-ის საქმე, ახალაიას საქმე, აქციის დაშლისას ძალის გადამეტების საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე. ეს ის საქმეებია, რომლებზეც წლების განმავლობაში იყო აწყობილი ქართული სასამართლოს სახელის შებღალვის კამპანია. დღესაც ინტერნეტში ადვილად მოიძიებთ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორის ძველ განცხადებებს ამ საქმეებზე, სადაც ისინი აპროტესტებენ, გმობენ, უკუსვლად აფასებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საბედნიეროდ, ამგვარ დეზინფორმაციას აქვს ზღვარი, რომელიც, საქართველოს შემთხვევაში, მკაფიოდ გაავლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებმა, რომლებშიც ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა ამ საქმეში მართალი იყო ქართული სასამართლო და ტყუოდა ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა. დღეს, ჭეშმარიტების გამჟღავნების შემდეგაც კი, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შიგნით თუ გარეთ მათი საქციელის გამო ვინმე ბოდიშს მოიხდის. მაგრამ მოვუწოდებ ყველას, რომ დღევანდელი დღის შემდეგ მაინც, უფრო მეტად დაფიქრდნენ, ისწავლონ გასული პერიოდის გაკვეთილები და ნებით თუ უნებლიეთ, მომავალში მაინც ნუ გახდებიან დემოკრატიული ინსტიტუტების დამაზიანებელი დეზინფორმაციის ხელშემწყობი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა