მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

ფინანსთა მინისტრი - საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს

21.02.2024 ნახვები: 534

საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს, სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი - ქალბატონმა ხატიამ [დეკანოიძემ] მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება და ესეც დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო სანქციების დაწესების პროცესის მონაწილე არაა, ამიტომ საკუთარ მოსაზრებას ვერ გამოთქვამს, თუმცა მისი აღმსრულებელია. ამასთან, ხუციშვილის განმარტებით, არსებობს პროდუქტები და ტრანზაქციები, რომელთა დაკავშირებითაც ქვეყნებს გამონაკლისი აქვთ დაშვებული.

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოხდა სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე და ბელარუსზე. ამ ნაწილში აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. ჯამში დაახლოებით 100 განცხადებამდე მაინც გვაქვს გაკეთებული, როდესაც დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყო სანქციებთან მიმართებით. ქალბატონმა ხატიამაც [დეკანოიძემ] მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა შეკითხვა და ასევე მტკიცებით ფორმაში დაამატა, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება. ესეც არის დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება.

საქართველოში სანქციების აღსრულება სრულად ხდება. არ არსებობს სანქციების დარღვევის ფაქტები საქართველოში. სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, რა ფორმითა და მასშტაბითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. უშუალოდ საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს. საქართველო არის სანქციების აღმასრულებელი და იმ ფორმით და იმ მასშტაბით ასრულებს სანქციებს, რა ფორმითა და მასშტაბითაც არის დადგენილი. თუ თქვენი პირადი უკმაყოფილება ისაა, რომ ეს სანქციები არ არის ისეთი მასშტაბური, ან იმ ფორმით არაა, რა ფორმითაც თქვენ სურვილი გაქვთ, შესაძლებელია, მიმართოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ სანქციები დაადგინონ სხვა ფორმით. სანქციებთან მიმართებით, ბევრი მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი გამონაკლისია. ბუნებრივია, საქართველო არ ყოფილა მონაწილე, როდესაც სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობდა. არ ვართ მონაწილე იმის [პროცესის], რომ აზრი გამოვთქვათ სანქციებთან მიმართებით, რა ფორმით და როგორ უნდა იყოს, შესაბამისად, ვასრულებთ იმ ფორმით, რა ფორმითაცაა დადგენილი, თუმცა არაერთ ქვეყანას უამრავი რეზერვაცია აქვს გაკეთებული, რომ კონკრეტული საქონელი ან ტრანზაქცია არის გამონაკლისში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განმარტებას ვერ გავაკეთებთ. შესაძლოა, პარტნიორებმა გააკეთონ განცხადება, რატომაა ესა თუ ის ტრანზაქცია ან საქონელი გამონაკლისში, ასეთი გამონაკლისები არსებობს. არ არის ეს საიდუმლო. როდესაც განცხადებას ვაკეთებთ, ვუთითებთ პირველწყაროს, საიდან და რა ფორმითაა სანქციები დაწესებული. როდესაც კითხვა გაჩნდება, უნდა შეხედოთ სანქციებს, რა არის დაწესებული და ხდება თუ არა მის შესაბამისად აღსრულება. ბუნებრივია, ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ვერ ერკვეოდეს, რადგან ტექნიკური ნაწილი აქვს ამას. ამიტომ მივუთითებთ ყველას, რომ სანამ დეზინფორმაციას გაავრცელებთ, გთხოვთ, გადაამოწმოთ კომპეტენტურ ორგანოსთან“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრს კითხა, თვლის თუ არა პრობლემად, რომ „საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქცირებული მანქანების რუსეთში გადასაყვანად“.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსოვთ, რომ 2023 წლის შემოდგომიდან აიკრძალა რუსეთში სანქცირებული მანქანების ექსპორტი, 50 ათასი ევროს ღირებულების და 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანებზეა საუბარი, მაგრამ მე შემიძლია გაჩვენოთ კონკრეტული მასალები, სადაც ჩანს, რომ საქართველო გამოიყენება როგორც მესამე ქვეყანა და ჩვენი ქვეყნიდან სანქცირებული მანქანები გადადის რუსეთში”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა